“ხალხის ძალის” განცხადება

21 აპრილი 2023, 11:45 865 ნახვა

კომისიის შესაქმნელად რეგისტრაციას არც ''ქართულ ოცნებას''  სიმართლის სათქმელად გამიჯნული დეპუტატები გადიან.   

„ხალხის ძალამ“ ამ დილით განცხადება  გაავრცელა, რომლის ადრესატი ამჯერადაც საქართველოში აშშ-ს საელჩოა და ისევ ნახსენებია ტერმინები აგენტი და აგენტოკრატია.   

მიაჩნიათ, რომ  ამერიკის ელჩი  საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს,  როდესაც მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა, როცა დეგნანმა დავით კეზერაშვილის საქმეზე  გამოძიების დასრულებამდე შეფასება არ გააკეთა. გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი   უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი. საელჩო თავისი ქმედებებით სინამდვილეში არა საქართველოს ინტერესებს, არამედ აგენტურას უფრთხილდება, რათა მას ძალაუფლების დაბრუნების შანსი შეუნარჩუნოს და საელჩომ საქართველოს მართვის სადავეები დაიბრუნოს, ანუ აგენტოკრატია აღადგინოს“- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი