თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

21 აპრილი 2023, 11:03 676 ნახვა

გილოცავთ რამადან–ბაირამს, დღესასწაულს რომელიც სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, თანადგომას უკავშირდება - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო.

"ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობით, ტრადიციებისა და რწმენის პატივისცემით, ვაძლიერებთ ერთმანეთს, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას!

გილოცავთ რამადან-ბაირამს, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ"- წერს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში