დანია და ნიდერლანდები უკრაინას „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ

20 აპრილი 2023, 16:08 805 ნახვა

დანია და ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ.

ამის შესახებ, დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანამედროვე ტანკები უკრაინაში 2024 წლის დასაწყისში ჩავა.

„დანიის ხელისუფლება მიისწრაფვის იმისკენ, რომ, ჩვენი ქვეყნის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინაში ჩვენი მეგობრები მაქსიმალურ მხარდაჭერას იღებდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში