დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა ფინანსთა მინისტრის მოსმენა აჭარის უმაღლეს საბჭოში, რის შემდეგაც ჯაბა ფუტკარაძეს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. ისინი ძირითადად გაზიფიკაციის, დასაქმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებით დაინტერესდნენ. მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც.
სხდომას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ტიტე აროშიძე და მედეა ვასაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.