უკრაინელებმა რუსული მხარის მიერ გაშვებული 21 დრონი გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

20 აპრილი 2023, 10:08 436 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 55 შეტევა მოიგერიეს და რუსული ძალების მიერ გაშვებული "შაჰიდის" 21 დრონი გაანადგურეს - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.

"რუსმა აგრესორებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 69-ჯერ დაბომბეს. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები დანგრეულია და დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში