საგამოძიებო კომისია ისევ არ შეიქმნა

19 აპრილი 2023, 19:44 825 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი კვლავ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა, ტაბლოზე მხოლოდ 52 დეპუტატი დაფიქსირდა. შედეგად კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა და მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა. სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიზნით არ აპირებდნენ უმრავლესობის წევრი დეპუტატები რეგისტრაციის გავლას. მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიცია. თემის დეტალები ვნახოთ რეპორტაჟში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი