Covid 19-ის ახალ შტამს ერთი გამოხატული სიმპტომი აქვს, კონიუქტივიტი - ალექსანდრე გოგინავა

19 აპრილი 2023, 13:22 900 ნახვა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი ე.წ  Arcturus-ი, “ომიკრონის” სხვა შტამების კლინიკური მიმდინარეობის მსგავსია. დამატებით კი  ერთი გამოხატული ნიშანი და სიმპტომი აქვს, კონიუნქტივიტი-ამის შესახებ, ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ის პირველად  იანვრის თვეში იქნა  აღმოჩენილი.  ამ შტამზე დაკვირვება მიმდინარეობდა. მარტის თვიდან, 20 რიცხვის შემდეგ ის აღიარებული იქნა შტამად, რომელიც მონიტორინგის ქვეშაა. ეს იმას ნიშნავს, რომ  მას აქვს პოტენციური უნარი,  ან  უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს, ვიდრე წინამორბედი შტამები იწვევდა,  ან ბევრად უფრო სწრაფად გავრცელდეს,  ან  აქვს  კარგად გამოხატული უნარი,  უკვე ჩამოყალიბებულ  იმუნიტეტს აარიდოს თავი. ამის პოტენციური უნარი აქვს,  ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მონიტორინგი, აქტიური და ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს.

 

მისი  კლინიკურ მიმდინარეობა ომიკრონის სხვა შტამების კლინიკური მიმდინარეობის მსგავსია.  დამატებით ერთი გამოხატული ნიშანი და სიმპტომი აქვს –   კონიუნქტივიტი. წინა შტამები კონიუნქტივიტს ნაკლებად იწვევდა. დანარჩენი სიმპტომებია ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა,  ყელის ტკივილი, ის სიმპტომატიკა რაც “ომიკრონის” შტამებს ახასიათებდა. რამდენად აქვს უფრო მძიმე დაავადების გამოწვევის  უნარი,  ჯერ ამაზე ინფორმაცია ბოლომდე არაა.  როგორც პირველადი მონაცემები გვეუბნება, ძირითადად, ის სახიფათო და საყურადღებოა ადამიანებში, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება აქვს.
ვიცით,  რომ “ომიკრონი”  წინამორბედი შტამებისგან განსხვავებით   მძიმე დაავადებას უფრო ნაკლებად იწვევს ხოლმე. უფრო მეტად ის მძიმე მიმდინარეობას იწვევს ადამიანებში,  რომლებსაც ფონური დაავადებები აქვთ"- განაცხადა ინფექციონისტმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე  ახალი შტამი დაახლოებით 29 ქვეყანაშია.

როგორც ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, ქვეყანაში „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის მიმდინარეობაც მსუბუქია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი