ჯერ ოპოზიციის გამო, ახლა კი ,,ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში ვერც გუშინდელ სხდომაზე დადგა.
მოსამართლეების მხარდაჭერის ნიშნად "ქართულმა ოცნებამ" რეგისტრაცია არ გაიარა. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც სხდომის გახსნის შემთხვევაში, ამჯერად ოპოზიციას ჰქონდა.
არადა, გუშინვე აცხადებდა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომ მმართველი გუნდისგან ელოდებოდნენ პროცედურულ დონეზე ხელშეშლის ფაქტს და ჰქონდათ განწყობა, რომ საგამოძიებო კომისია, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციის შესაძლო ფაქტები უნდ შეისწავლოს კენჭისყრამდე ვერ მივიდოდა.