სომხეთის დედაქალაქ ერევანში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც 73 კგ წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა სამწუხაროდ, მედლის მოპოვება ვერ მოახერხა. კახიმ ატაცში სამიდან ორი ცდა გამოიყენა, 145 და 151 კგ დაძლია, რაც კონკრეტულ დისციპლინაში მე-4 შედეგი იყო.
აკვრაში ასანიძემ პირველ ცდაზე 175 კგ დააფიქსირა, მაგრამ მომდევნო ორ ცდაზე, 181 და 182 კგ ვერ ასწია, შედეგად, აკვრაში მე-9 ადგილი ერგო, ორჭიდში კი 326 კგ-ით მხოლოდ მე-8 პოზიცია დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ 8 ძალოსანი იასპარეზებს.