უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესაში 10 "კამიკაძე" დრონი ჩამოაგდეს

19 აპრილი 2023, 09:59 682 ნახვა

რუსულმა ძალებმა, გასულ ღამეს, ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მხარის ცნობით, რუსული ჯარები ქალაქს თავს, ირანული წარმოების „შაჰედ-136“, კამიკაძე დრონებით დაესხნენ.

"საჰაერო სარდლობის ოდესის საზენიტო- სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა 12 Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში.

ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან, თუმცა დარტყმების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება, რომელზეც ოკუპანტები სრული კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ. მძიმე ბრძოლები გრძელდება ავდეევკის, ლიმანისა და მარინკის მიმართულებითაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი