თორნიკე რიჟვაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი 2023, 20:28 599 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ნატო-ს გემების რეგულარული ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ნატოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნატოს კარი ღიაა და საქართველო ღირებული პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი