ზაგრებში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს 5-დან ოთხმა ქართველმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
61 კგ-ში შოთა ფარტენაძე ნახევარფინალში ალბანელ ზელიმხან აბაკაროვს დაუპირისპირდება. 74 კგ-ში ავთანდილ კენჭაძის მეტოქე კი სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვი იქნება.
92 კგ-ში მირიან მაისურაძეს თურქ ფეიზულა აკტურკს ბარიერის გადალახვა მოუწევს. 125 კგ წონით კატეგორიაში კი გენო პეტრიაშვილი ფინალში გასასვლელად უნგრელ დანიელ ლიგეტის შეხვდება.
დღესვე ხორვატიის დედაქალაქში მედლების პირველი 5 პარტია გათამაშდება.
გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) ფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდება.
რობერტ დინგაშვილი (57 კგ.) ბრინჯაოსთვის ბულგარელ გეორგი ვანგელოვს დაუპირისპირდება, ხოლო ედემი ბოლქვაძეს (65 კგ.) ბრინჯაოსთვის ორი მატჩის მოგება დასჭირდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.