დღეს "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდება

18 აპრილი 2023, 15:22 990 ნახვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორი საპასუხო მატჩი გაიმართება. ''სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე'' ''ნაპოლი'' განმეორებით შეხვედრაში "მილანს'' უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა მილანელებმა ბენასერის ერთადერთი გოლით მოიგეს.

კარგი სიახლეა ''ნაპოლში'', გუნდს ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა. თუმცა ამ შეხვედრაში ნეაპოლელებს ზამბო ანგისა, კიმ მინ-ჯე და სიმეონე არ ეყოლებათ, ''მილანს'' კი მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდება.

''ნაპოლის'' ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 12 საშინაო მატჩი არ წაუგია, ხოლო ''მილანს'' ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში გოლი არ გაუშვია.

''ნაპოლისა'' და ''მილანის'' შეხვედრა თბილისის დროით 22:55 საათზე დაიწყება. ამავე დროს დაიწყება მეორე მეოთხედფინალური საპასუხო შეხვედრა, სადაც ლონდონის ''ჩელსი'' მადრიდის ''რეალს'' მასპინძლობს. პირველი მატჩი მადრიდელებმა 2-0 მოიგეს და ამ უპირატესობის შენარჩუნაბას ეცდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში