შეიქმნება თუ არა პირველი საგამოძიებო კომისია ამ მოწვევის პარლამენტში? ეს რამდენიმე საათში გაირკვევა, მანამდე კი პოლიტიკური ტესტის ჩასაბარებლად საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიის ყველა დეპუტატი მივიდა. თუმცა ახლა მთავარი კითხვაა მოახერხებენ თუ არა ისინი ამჯერად მაინც ერთიან პოზიციაზე შეჯერებას და კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმის მობილიზებას.
სხდომის დაწყებამდე ოპოზიცია საუბრობდა რისკებზე, რამაც შესაძლოა პროცედურულ დონეზე ხელი შეუშალოს კომისიის შექმნას, რომელმაც სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციის ნიშნები უნდა გამოიძიოს.