გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

17 აპრილი 2023, 22:51 915 ნახვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში დაიწყო, რომელშიც თავდაპირველად თავისუფალით სტილით მოჭიდავეები გამოდიან.

შეჯიბრების პირველ დღეს  5 წონაში (57, 65, 70, 79 და 97 კგ) ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. 

ნახევარფინალში ორმა ქართველმა შეძლო გასვლა. 

რობერტ დინგაშვილი (57 კგ) თურქ სულეიმან ათლის დაუპირისპირდა და1:13 წააგო. ის ბრინჯაოს მედლისთვის ბულგარელ გეორგი ვანგელოვს შეხვდება.

გივი მაჭარაშვილის (97 კგ), მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე იყო, რომელიც  მაჭარაშვილმა 9:1 დაამარცხა.

ხვალ მაჭარაშვილი ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს შეხვდება. 
ედემი ბოლქვაძე (65 კგ) კი რეპეჟაშიდან იბრძოლებს ბრინჯაოს მედლისთვის.

ხვალვე თავისუფალში დარჩენილი ხუთი წონის ფალავნები ჩაერთვებიან.

მედლებისთვის: 61 კგ - შოთა ფარტენაძე, 74 კგ - ავთანდილ კენჭაძე , 86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი , 92 კგ - მირიან მაისურაძე და 125 კგ - გენო პეტრიაშვილი იბრძოლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში