რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს.
ვლადიმერ კარა-მურზა ბრალდებებს უარყოფს. კარა-მურზა რუსეთის და ბრიტანეთის მოქალაქეა, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლობირებდა.