დღეს ევროპის ჩემპიონატზე 5 ქართველი მოჭიდავე გამოვა

17 აპრილი 2023, 10:26 908 ნახვა

დღეიდან, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. პირველები საჭიდაო ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.

დღეს კონტინენტის პირველობაზე 57, 65, 70, 79 და 97 კილოგრამ წონით კატეგორის მოჭიდავეები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრებიდან პირველ საჭიდაო დღეს 57 კგ-ში რობერტ დინგაშვილი, 65 კგ-ში ედემი ბოლქვაძე, 70 კგ-ში გიორგი ელბაქიძე, 79 კგ-ში ვლადიმერ გამყრელიძე და 97 კგ-ში გივი მაჭარაშვილი გამოვა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი