BBC-ის სკანდალური გამოძიება

14 აპრილი 2023, 19:45 1295 ნახვა

საგამოძიებო სტატიის შემდეგ ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თითქმის ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, რომელიც დეტალურად აღწერს  თაღლითურ სქემას.მასში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ფილმში ნახავთ ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებსაც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.„ბიბისის“ ჟურნალისტი ჰყვება, რომ ნახეს იმ ადამიანების სია, რომლებსაც თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ, მათ შორის იყო რამდენიმე ბრიტანელის გვარიც. BBC-ის საგამოძიებო სტატიას საქართველოში აშშ-ს ელჩი ეხმაურება. კელი დეგნანის თქმით,მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია.იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ამგვარი ბრალდებები და თავად აწარმოოს გამოძიება. ბიბისის  მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატია მეორე დღეა პოლიტიკურ პარტიებშიც განხილვის საგანია. ვინ რას ფიქრობს გახმაურებულ საქმეზე ვნახოთ რეპორტაჟი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში