აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულია.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მანჰეტენის საოლქო პროკურატურაში მივიდა და ახლა იგი პოლიციის მიერ არის დაპატიმრებული მის მომავალ სასამართლო სხდომამდე.
სასამართლოში მისვლამდე მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.
„მივდივარ ქვედა მანჰეტენისკენ, სასამართლოში. როგორი სიურეალისტური ჩანს – ისინი ჩემს დაპატიმრებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება. გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი!“, – დაწერა ტრამპმა.