უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, 32 წლის დავით ქუჩუკიანი ქალაქ ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა.
იგი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მკვიდრი იყო.