სახელვნებო სკოლების წარმომადგენლების შეხვედრა

12 აპრილი 2023, 19:49 1007 ნახვა

სახელოვნებო სკოლების შესახებ საკანონდებლო რეფორმა მზადდება. ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის კულტური კომიტეტია. სწორედ პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად კანონის ინიციატორები შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ. აჭარის სახელოვნებო სკოლების წარმომადგენლებისგან საჭირო ინფორმაცია პარლამენტარებმა ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მოისმინეს.სახელოვნებო სკოლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა სფეროს ბევრი სასიკეთო ცვლილებები უნდა მოუტანოს. განმარტავენ, რომ სახელოვნებო სკოლების შესახებ კანონმდებლობა აქამდე დახვეწილი არ იყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი