სამუშაო შეხვედრა ბათუმის მერიაში

12 აპრილი 2023, 12:00 846 ნახვა

სამუშაო შეხვედრა ბათუმის მერიაში ტურისტული სეზონის სამზადისთან და მიმდინარე პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალურ სამსახურებს და მთავრობის სხვადასხვა უწყებას კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა. 

ითქვა, რომ წელს, ბათუმი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორებიცაა: World Travel Awards-ს დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია, ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი.

უწყების ინფორმაციით,  აჭარაში ტურიზმის აღდგენის დინამიკა მზარდია და 2023 წელს ტურისტული ვიზიტები 3,9 მლნ აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი