დღეს ოპოზიციის კრიტიკა მოსამართლეებმა არა მხოლოდ სასამართლო სისტემის, არამედ პრემიერთან ამ შეხვედრის გამოც დაიმსახურეს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ხელისუფლების სამივე შტო არაფორმალური მმართველობის ქვეშაა და სასამართლოში კლანური მმართველობაა. ოპოზიცია დასანქცირებული მოსამართლეების საქმეების გამოძიებას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს.