ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა მომდევნო სასესიო კვირაში გაგრძელდება. კანონმდებლებს პირველი მოსმენით განსახილველი დარჩათ პაკეტში შემავალი რამდენიმე კანონი. საპარლამენტო ოპოზიცია სუს-ის დაქვემდებარებაში სპეციალური სააგენტოს შექმნას და მისთვის გასაღების გადაცემას აპროტესტებს. მსგავსი პოზიცია აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ცვლილებებით ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას შორის ბალანსი იქნება დაცული. კანონპროექტის მიხედვით, მოსმენების ე.წ გასაღები სამ უწყებას ექნება: პერსონალური დაცვის ინსპექტორს, უზენაესი სასამართლოს ერთ მოსამართლეს და სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფ სააგენტოს. სააგენტოს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ირჩევს. საგამოძიებო მოქმედებები კი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვერ განხორციელდება. კანონის მიღება საკანონმდებლო ორგანოს 21 მარტამდე მოუწევს. კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გარკვეული მუხლები არაკოსნტიტუციურად სცნო.