ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში - ბუიარ ოსმანი

10 აპრილი 2023, 17:11 697 ნახვა

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბუიარ ოსმანის განცხადებით, საქართველოს კონტექსტში ეუთო-ს გუნდი აქტიურად მუშაობს დევნილებთან, ახალგაზრდებთან, ადამიანებთან, რომლებიც იზოლირებულად ცხოვრობენ.

„ჩვენ უნდა ვეძებოთ შერიგების გზები, სადაც შესაძლებელია. ხვალ ვეწვევი რეგიონებს, რათა მოვუსმინო მხარეებს, დავინახო გამოწვევები. ფოკუსირება ადამიანებზე გახლავთ ჩვენი საბოლოო პრიორიტეტი. მე შევხვდები არასამთავრობოების წარმომადგენლებს და განვიხილავ საკითხებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს, ძლიერ წვლილს, რომელიც მან შეიტანა დემოკრატიის მშენებლობაში საქართველოში. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს ძირითად დემოკრატიულ ინგრედიენტს. სამოქალაქო საზოგადოებასთან, ახალგაზრდობასთან ჩართულობა მნიშვნელოვანია და ხაზგასმულია ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდულ საკითხებში.

ჩემი ვიზიტის ფარგლებში, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეუთო მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს სამი მიმართულებით ვალდებულების შესრულებას, რომელსაც წვლილი შეაქვს თქვენი შიდა რეფორმების პროცესში. ნება მომეცი დაგარწმუნოთ, რომ ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა ოსმანმა ლია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი