ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

10 აპრილი 2023, 14:32 606 ნახვა

საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე  ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში  მორიგი  სხდომა გაიმართა. დაცვის მხარემ  ბრალდებულ ბადრი ესებუას წინააღდეგ ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის ხმის  სუნის ნიმუში გამოიკვლია და  მოწმის სახით  ექსპერტი მოიყვანა.

ექსპერტმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელის  სატელეფონო და ვიდეო ჩანაწერების ხმა ბრალდებულის  ხმის იდენტურია. პროკურორმა დღეს ასევე წარმოადგინა ნივთიერი მტკიცებულების სახით შემთხვევის ადგილიდან, ბადრი ესებუას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვაზნები და მასრები.  დალუქულ ნივთებს შორის  არ  ყოფილა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ის  ვაზნები, რაც შემთხვევის ადგილზე იყო გასროლილი. 

როგორც პროკურორმა განმარტა, ლუქი სხვა ექსპერტიზაზეა გაგზავნილი და   მომდევნო  სხდომაზე წარმოადგენს. მოსამართლე  ეკატერინე ბებიამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, რომლითაც ადვოკატები  ხმის ნიმუშების გამოთხოვას ითხოვდნენ.  დაცვის მხარე პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს და  ხმის ნიმუშზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის  ამ გადაწყვეტილებით შეჯიბრობითობის პრინციპი ირღვევა და  ეზღუდებათ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა.  რამდენიმე დღის წინ ბადრი ესებუას იარაღის შენახვისთვის ოთხწლიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი