ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს

09 აპრილი 2023, 17:49 577 ნახვა

ცნობილი სპორტული კომენტატორი, თბილისის საპატიო მოქალაქე ჯამლეტ ხუხაშვილი დღეს დაკრძალეს. ის 5 აპრილს 78 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, კლინიკაში გარდაიცვალა.

ცნობილი სპორტული კომენტატორი და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი იყო. ის დასახელებულია "დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად და საუკეთესო სპორტულ კომენტატორად.

ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

ცნობილი ჟურნალისტის ხსოვნას პატივი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიაგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი