საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ გამოცხადებულ სანქციებს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით, „ბევრ რამეს ნათელი მოეფინება“.
მისი განცხადებით მან არ იცის რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაუწესა სანქციები მოსამართლეებს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამიტომ ის სამართლებრივ გამოძიებებს ელოდება.