ხიხანის ქუჩაზე საპროტესტო აქცია დღეს ისევ განახლდა. მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის მიერ შეთავაზებული კომპენსაციის სანაცვლოდ, კერძო საკუთრების დათმობას არ აპირებს. ამბობენ, რომ კომპანია რომელსაც ერთ-ერთ ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზები გაჰყავს კომპენსაციის სახით დაბალ თანხას სთავაზობს. ხიხანის ქუჩის მცხოვრებლები გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც არ შედგა. რა ვითარებაა ამ დროისთვის ხელვაჩაურში, ხიხანის ქუჩაზე.