პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დეპუტატ ელისო ბოლქვაძისგან ინტერვიუსაღება. თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ". სწორედ ამ პუნქტის დარღვევად მიიჩნია პარლამენტის აპარატმა ელისო ბოლქვაძისთვის გუშინ დასმული შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას. რესპონდენტს არ სურდა პასუხის გაცემა, თუმცა ჟურნალისტებმა მას შეკითხვები მაინც დაუსვეს. ამის გამო აკრედიტაცია შეუჩერეს „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის" ჟურნალისტებს და ოპერატორებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აკრედიტაციის შეჩერებას კითხვის შინაარსთან არანაერი კავშირი არ ჰქონდა.ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესის შეცვლას ითხოვს ოპოზიცია.