საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმი

07 აპრილი 2023, 14:16 2159 ნახვა

თბილისი საქართველო-სომხეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომელზეც   ორი ქვეყნის 450-მდე მონაწილემ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში  არსებულ  ვითარებასა და პროგრესზე იმსჯელეს. 

მოხსენებით გამოვიდნენ  ბიზნესმენები, რომლებიც წარმოადგენდნენ  სხვადასხვა  სექტორს,  მათ შორის სოფლის მეურნეობას, სამშენებლო სექტორს, საცალო ვაჭრობას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ლოგისტიკას.   

ბიზნესფორუმის დაწყებამდე ქვეყნის ვიცე-პრემიერი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს შეხვდა.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში