შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს თბილისში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მაღალი დონის შეხვედრაზე.
პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და გულისხმობს ათასი კილომეტრი და 200 მეტრი სიგრძის კაბელით რუმინეთთან დაკავშირებას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.