აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს იტალიაში ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ.
ვიზიტორებს აჭარის სტენდთან ქართული ღვინის, ჩირეულის, ყველისა და ჩურჩხელის დაგემოვნების, ასევე ქართული ფოლკლორის ნახვის საშუალება ჰქონდათ.
ქართული ფოლკლორი სტუმრებს იტალიაში არსებულმა ქართველი ემიგრანტების ანსამბლმა „სტუდია ჯორჯიამ“ წარადგინა.
გამოფენა ძირითადად ორიენტირებული იყო ეკო და სოფლის ტურისტულ პროდუქტებზე. მასში იტალიის ცალკეულ რეგიონთან და ევროპულ ქვეყანასთან ერთად მონაწილეობდა ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაცია, რომლის წევრიცაა აჭარა.