78 წლის ასაკში, ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი, ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის მძიმედ ავადმყოფობდა.
1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.
1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი.