ავსტრალიამ საჯარო მოხელეებს ტიკ-ტოკის გამოყენება აუკრძალა

04 აპრილი 2023, 14:44 624 ნახვა

ავსტრალიამ უსაფრთხოების პრობლემების გამო ტიკ-ტოკის  გამოყენება აკრძალა  ფედერალური მთავრობის საკუთრებაში არსებულ ყველა მოწყობილობაში. იგი აშშ-ის მოკავშირე ბოლო  ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთის საკუთრებაში არსებული ამ ვიდეო აპლიკაციის წინააღმდეგ ზომები მიიღო. 

დასავლეთი შიშობს, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს ტიკ-ტოკის მფლობელი პეკინში დაფუძნებული კომპანია  „ბაითდენსი“ მომხმარებლების მონაცემების მოსაპოვებლად მისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც ძირს უთხრის დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესებს.  ეგრეთ წოდებული „ფაივ აის“  სადაზვერვო ალიანსის ყველა წევრმა - რომელშიც გაერთიანებულია ავსტრალია, კანადა, შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და ახალი ზელანდია -  სამთავრობო მოწყობილობებიდან აპლიკაცია წაშალა.

მსგავსი აკრძალვები საფრანგეთმა, ბელგიამ და ევროკომისიამ დაანონსეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი