თორნიკე შენგელიას ბოლონიამ ტრიესტეში წააგო, გიორგი შერმადინის ტენერიფემ ბარსელონასთან

03 აპრილი 2023, 20:54 597 ნახვა

თორნიკე შენგელიამ იტალიის სერია A-ში შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა ქართველის ვირტუს ბოლონია ტრიესტესთან დაძაბულ შეხვედრაში ბოლო წამებზე 78:80 დამარცხდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ბოლონიელთა მხრიდან საუკეთესოც. თორნიკემ მოედანზე 32 წუთი გაატარა და 18 ქულა, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 4 პასი მოაგროვა. ვირტუსს 24 ტურში 19 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 8 აპრილს, შინ, ნაპოლისთან ჩაატარებს. ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშა, გიორგის გუნდი 76:79 დამარცხდა, მაგრამ გიორგიმ კარგი მატჩი ჩაატარა და თითქმის 24 წუთში 16 ქულა 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.ლენოვო ტენერიფე 18 მოგებითა და 7 მარცხით მე-4 ადგილზე დარჩა, მომდევნო მატჩს კი 9 აპრილს, სტუმრად, ბეტისთან ჩაატარებს. კიდევ ორმა ქართველმა ითამაშა ევროპაში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიამ 102:79 ხირონა დაამარცხა. თადმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა 15 ქულა ჰქონდა, 3 პასი და 3 ჩაჭრაც, ხოლო რატის 1 წუთში 1 ქულა და 2 პასი. მურსია 10 მოგებითა და 15 მარცხით მე-12 ადგილზეა, 8 აპრილს კი ობრადოიროს ესტუმრება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი