პოეზიის საღამო შუახევში

03 აპრილი 2023, 20:39 691 ნახვა

პოეზიის საღამო ჩატარდა შუახევში. შუახევის ბიბლიოთეკაში დამწყებმა პოეტებმა შეკრებილებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს. დებიუტანტებთან ერთად პოეზიის საღამოზე შემდგარი ახალგაზრდა პოეტები იმყოფებოდნენ, მათ შორისაა როინ აბუსელიძე, პაატა აბაშიძე, სულხან წულუკიძე და სხვები. შეკრებილებმა მოისმინეს ცნობილი ავტორების ლექსებიც. ღონისძიების მიზანი მთაში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებითი ცხოვრების გააქტიურებაა. შეხვედრა შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო და მას სხვადასხვა ადგილობრივი ანსამბლი და ბენდი აფორმებდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში