განთიადში გზის მოწესრიგებას ითხოვენ

02 აპრილი 2023, 14:45 760 ნახვა

განთიადის მოსახლეობა დაზიანებული გზის მოწესრიგებას ითხოვს. ამბობენ, რომ ასფალტი ავტობანის მშენებლობამ ორი წლის წინ ისე დააზიანა, რომ გადაადგილება გართულებულია.

განსაკუთრებით რთული ვითარება გზაზე ძლიერი წვიმის დროს იქმნება, რაც პრობლემას 500-ზე მეტ ოჯახს უქმნის.

აქციის მონაწილეებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, რომ დაზიანებული გზის მოწესრიგება ავტობანის მშენებელ კომპანია „ფოლადს“ ევალება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი