სოლიდარობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს

02 აპრილი 2023, 14:30 621 ნახვა

მორიგი საპროტესტო აქცია თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან.კლინიკის მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, არსებული შენობის ნაწილი უნდა დაინგრეს და მის ახლოს ახალი კლინიკა აშენდეს.

ხელმძღვანელობა თანამშრომლებს პირობას აძლევს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ყველა მათგანს სამუშაო ადგილი და ხელფასი შეუნარჩუნდება. თუმცა, კლინიკაში დასაქმებულებს ამ დაპირებების არ სჯერათ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რესპუბლიკური შენობის დანგრევის საშუალებას არავის მისცემენ და აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ორგანიზებულ აქციას რიგითი მოქალაქეები, სხვა კლინიკის ექიმები და "ვოლტის" კურიერებიც შეუერთდნენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი