დღეს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით.
ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
ამ დღეს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურავ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები და გაზარდოს წვდომა იმ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, ვისაც სწორედ სახელმწიფოსგან სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.