რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას „მწვანე შუქს“ უნთებს.
ბოლო ფორმალური ნაბიჯი, რომლითაც დასრულდება რატიფიცირების პროცედურა, იქნება დოკუმენტების ვაშინგტონში გაგზავნა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი უახლოეს დღეებში უკვე ოფიციალურად გახდება ნატო-ს წევრი. ამასთან, შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ ელოდება თურქეთისა და უნგრეთის თანხმობას.