აშშ-ში ტორნადოსა და შტორმს ებრძვიან. ილინოისის შტატის ქალაქ ბელვიდერში ძლიერი ქარის შედეგად თეატრში, რომელშიც 230 ადამიანი იმყოფებოდა სახურავი ჩამოინგრა. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
არკანზასის შტატში კი სტიქიას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ქარიშხალმა შტატებში 300 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.