"ქართული ოცნება" აჭარის მუნიციპალიტეტებში პარტიულ კონფერენციებს მართავს. დღეს შეხვედრები მაღალმთიანეთშია დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ, ინციდენტი მოხდა ხულოში.
ხულოს თეატრთან, "ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციის დაწყებამდე ხმაური იყო. როგორც თეატრთან შეკრებილები აცხადებენ, ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მივიდნენ და იქ შეკრებილებს ნაგავი გადმოაყარეს. მათივე განცხადებით, სიტუაციის განმუხტვა მალევე მოხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, ისინი "ქართულ ოცნებას" დისკომფორტს ყველგან შეუქმნიან.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიული კონფერენციას მართვას, რომელიც გუშინ, ბათუმიდან დაიწყო.