უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

29 მარტი 2023, 10:02 682 ნახვა

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ქვეყნის დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 18 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს.

"საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა, მარინკა და მათი შემოგარენი. პროფესიული და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ამ მიმართულებებით მტრის 57 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე დარტყმები განახორციელეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა აეროდრომის სიახლოვეს, თუმცა ამის დადასტურება ვერ მოხერხდა. შემდეგ რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მელიტოპოლში დარტყმები მიიტანეს სარკინიგზო დეპოზე. მათივე მტკიცებით, შედეგად არის ნგრევა, თუმცა არავინ დაშავებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი