ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა

28 მარტი 2023, 23:05 1069 ნახვა

ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. დაშავებულია 6 წლის ბავშვი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჩაქვში ძლიერმა ქარმა სახლი დაანგრია, ნანგრევებში მოყოლილი ხანდაზმული ქალი სხეულის დაჟეჟილობებით ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს.

ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში ამბობენ, რომ ყველა დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, ნაწილი გაეწერა, ნაწილი კი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. 

შეგახსენებთ, რომ  ცოტა ხნის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, რომლის ავტომობილსაც ხე დაეცა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი