საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლატვიის 21-წლამდე ნაკრები 1:0 დაამარცხა

27 მარტი 2023, 20:24 551 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთის ქალაქ ბელეკში ლატვიის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. მატჩის ბედი გიორგი გულიაშვილის გოლმა გადაწყვიტა. გუნდის კაპიტანმა თავი 21-ე წუთზე გამოიჩინა და იმის მიუხედავად, რომ სათამაშოდ დიდი დრო იყო დარჩენილი ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა და რამაზ სვანაძის გუნდმა 2023 წელი გამარჯვებით დაიწყო.აქვე გეტყვით,რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თურქეთში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც საქართველო და რუმინეთი ზაფხულში უმასპინძლებენ.შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები  ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ახალგაზრდულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.უეფას 21-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისამდე ჩატარდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი