ხვალ ბათუმში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება

27 მარტი 2023, 20:21 623 ნახვა

ხვალ 28 მარტს 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. ვილი სანიოლის გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ეროვნული გუნდი ბათუმში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს. ნორვეგია უდიდესი დანაკლისით ითამაშებს, მათ ერლინგ ჰალანდი ვერ დაეხმარება. თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გურამ კაშიასთან ერთად გამართა. ქართველების შემდეგ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი და ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ალექსანდერ სორლოტიც იყვნენ და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი