12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი

27 მარტი 2023, 20:14 554 ნახვა

მართლმსაჯულების სისტება, დეოლიგარქიზაცია და ანტიკორუფციული რეფორმა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად  ხელისუფლების ოპონენტებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. სტატუსის მოსაპოვებლად მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებას ასახელებენ. სახელისუფლებო გუნდი კი თავის მხრივ მზაობას გამოთქვამს. მათი მტკიცებით, ოპოზიციას არ სურს დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას ევროსაბჭოს დავალებების შესასრულებლად. საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს პარტია საქართველოსთვის. ბექა ლილუაშვილის განმარტებით 12 რეკომენდაციის შესასრულებლად აუცილებელი პირობა განხილვების მეორე ეტაპის დაწყებაა, რა დროსაც პასუხისმგებლობები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი