12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი

27 მარტი 2023, 14:15 592 ნახვა

მართლმსაჯულების სისტემა, დეოლიგარქიზაცია და  ანტიკორუფციული რეფორმა. 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ხელისუფლების ოპონენტებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. სტატუსის მოსაპოვებლად მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებას ასახელებენ. 

სახელისუფლებო გუნდი კი თავის მხრივ მზაობას გამოთქვამს, მათი მტკიცებით, ოპოზიციას არ სურს დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას ევროსაბჭოს დავალებების შესასრულებლად. საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს პარტია საქართველოსთვის.

ბექა ლილუაშვილის განმარტებით, 12 რეკომენდაციის შესასრულებლად აუცილებელი პირობა განხილვების მეორე ეტაპის დაწყებაა, რა დროსაც პასუხისმგებლობები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს,  მათ შორის გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და განხილვებმა კომიტეტებზე გადაინაცვლოს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი