„ქალთა ჩართულობის გაძლიერება შრომის ბაზარზე, ქალების კარიერული არჩევანი'' - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“ იწყებს.
საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების პიროვნული, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე მათი დასაქმება და თვით-დასაქმების უნარების გაზრდაა.
პროექტის ფარგლებში 6-ვე მუნიციპალიტეტიდან სამუშაოს მაძიებელი 18-დან 36 წლის ასაკის 16 ქალი შეირჩევა, რის შემდეგაც ისინი დასაქმებისა და კარიერული განვითარების სასწავლო კურსს, ასევე სტაჟირებას გაივლიან. სწავლა ბათუმში აპრილში დაიწყება.